მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა.
აღსანიშნავია, რომ საპრეზენტაციო თემა - „გადავარჩინოთ დედამიწა“, გახლდათ.
შეხვედრა მასწავლებლების: ნინო გვენეტაძისა და თამარ გოგრიჭიანის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მოსწავლეები ინტერესით მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა თავიანთ პრეზენტაციაში ისაუბრეს კლიმატურ ცვლილებებზე, მწვანე სამყაროზე, გარემოს დაცვაზე, სამკურნალო და საშიშ მცენარეებზე, ასევე, უსაფრთხოების წესებზე ბუნებაში.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, თემაზე - „მე რას ვაკეთებ დედამიწის გადასარჩენად“.
იხილეთ ფოტო: