„თათქარიძეობის სენი“-შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
04-06-2018
შრომის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, თამარ რაზმაძის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია ადამიანის“ მიხედვით სპექტაკლი -„თათქარიძეობის სენი“ დადგეს.

სპექტაკლის პრემიერა შედგა სკოლაში, რომელსაც ესწრებოდნენ: რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები.

განმეორებითი ჩვენება მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის მოეწყო ლაგოდეხის კულტურის სახლის სცენაზე.

სპექტაკლს დიდი წარმატება ჰქონდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203