„სახელმწიფო და კანონის უზენაესობა“ - საინტერესო პროექტი ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში 
16-05-2024
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწვალო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში. მეორე სემესტრში, სკოლაში განხორციელდა პროექტი -„სახელმწიფო და კანონის უზენაესობა“. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი გახლდათ: მოსწავლეებში, კანონის უზენაესობის პრინციპების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოსწავლეებმა გაიზარეს, რომ სახელმწიფო ემსახურება ადამიანებს, რომლებიც თავად არიან სახელმწიფო ხელისუფლების წყარო.

მარტის თვეში განხორციელდა ორი აქტივობა:

1) ფილმის ჩვენება და განხილვა;

2) მეორე შეხვედრა ითვალისწინებდა პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც მოხდა პროექტის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი იამზე ბოჭორიშვილი და მოსწავლეთა თვითმართველობის თავმჯდომარე, მე-11 კლასის მოსწავლე, ანანო რიჟამაძე.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203