ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლების მოსწავლეები დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით სხვადასხვა საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ კონკურსში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, აღნიშნული სკოლების 1-ელი და მე-2 კლასების მოსწავლეები საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობდნენ.
საქართველოს პირველი საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადა „ნონა გაფრინდაშვილის თასი“, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ დაიწყო.
მოსწავლეებმა აღნიშნულ კონკურსში შესაძლებლობები, სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლაში მათ წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: