„დედამიწა ჩვენი სახლია! არ დავაბინძუროთ გარემო!“- სარუსოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და საინტერესო ეკოაქტივობები
15-05-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სარუსოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან. ამის დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობას დიდი ენთუზიაზმით უერთდებიან.

გამონაკლისი დედამიწის დღეც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-2 კლასში, ბუნების მასწავლებელმა - მარიამ ბრეგვაძემ საინტერესო აქტივობა ჩაატარა.

ბავშვებმა შექმნეს ნახატები, რომლებშიც ასახეს თუ რა გავლენას ახდენს ადამიანი გარემოზე, მორწყეს ხეები და მადლობა გადაუხადეს სუფთა ჰაერისთვის.

მოსწავლეებმა, ასევე ამ აქტივობისთვის სპეციალურად დანაგვიანებული ეზო დაასუფთავეს, ნაგავი დაახარისხეს და მოათავსეს შესაბამის ურნებში.

ბავშვები სლოგანის - „დედამიწა ჩვენი სახლია!“ „არ დავაბინძუროთ გარემო!“ გარშემო გაერთიანდნენ და საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203