ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში მონაწილეობდნენ
15-05-2024

ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექციის, პედაგოგთა მხარდაჭერით, სხვადასხვა საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობაში ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, ისინი ეროვნული არქივის საგანმანათლებლო კონკურსში -  „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, საინტერესო ინფორმაციები, გამოცდილება მიიღეს, ცოდნა აიმაღლეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მათი ხელმძღვანელი პედაგოგი ხათუნა მიდელაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203