მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის და ძველი ქანდის საჯარო სკოლების მოსწავლეები მეწარმეობას შეისწავლიან. მათთვის ახალმა წამოწყებამ აიღო სტარტი.
სოციალური მეწარმეობის პროგრამა - „აქსელერატორ - X“ მოსწავლეების მდგრადი სოციალური საწარმოების შესაქმნელად საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურავას ითვალისწინებს.
„ამასთანავე, მონაწილეები გაიუმჯობესებენ დასაქმების შესაძლებლობებს და მრავალმხრივ განავითარებენ სამეწარმეო კომპეტენციებს, მათ შორის კრეატიულობას, შეუპოვრობას, გუნდურ მუშაობას და სირთულეების მარტივი გზებით დაძლევის უნარს“, - გვიყვებიან სკოლაში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ხელს შეუწყობს სოციალური საწარმოებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის განვითარებას. ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა დააარსონ ანდა შეუერთდნენ სოციალურ საწარმოებს და გახდნენ პროაქტიული ცვლილებების შემქმნელები, რომლებიც თავს უყრიან, მობილიზებას ახდენენ და შთააგონებენ თანატოლებს და მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ მათზე.
„თითოეულ სოციალურ საწარმოს მენტორობას ბიზნეს მოხალისეები ან სოციალური მეწარმეები გაუწევენ, ხოლო ყველაზე პერსპექტიული საწარმოები მიიღებენ შემდგომ მხარდაჭერას, საწყის დაფინანსებას, ხილვადობას, კავშირებს, განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: