წეროვნის N2 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ზღაპარი „წითელქუდა“ სპექტაკლად აქციეს
15-05-2024
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
იქ მასწავლებლები მოსწავლეთა წინსვლაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. დიდი ყურადღება ექცევა მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენასაც.
ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ზინა ემინოვის ხელმძღვანელობით, სპექტაკლი „წითელქუდა“ გამართეს. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.