ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობა.
სწორედ ამიტომ, პედაგოგები ბავშვებს სთავაზობენ აქტივობებს, რომლებშიც მათი მშობლებიც მონაწიელობენ.
ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მოსწავლეებმა მშობლებთან ერთად, მრავალფეროვან და ძალიან საინტერესო დავალებებზე იმუშავეს. ბავშვებმა ცოდნა წარმოაჩინეს, ლამაზი ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.
„მშობლების როლი შვილების მორალურად და ზნეობრივად სწორად ჩამოყალიბების საქმეში მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: