უჯარმის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულების „მოგზაურთა კლუბი“ შეიქმნა
04-06-2018
უჯარმის საჯარო სკოლა სამინისტროს მიერ განხორციელებულ თავისუფალი გაკვეთილების პროექტში ჩაერთო.

კერძოდ, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულების „მოგზაურთა კლუბი“ შეიქმნა, რომელშიც 11 მოსწავლე გაერთიანდა.

ხელმძღვანელი ისტორიის მასწავლებლი ნანა ნიკოლოზაშვილია.   

კურსის მიზანი იყო მოსწავლეებს უჯარმის, როგორც უძველესი ისტორიული ქალაქის, ქართველ მეფეთა ყოფილი რეზიდენციისა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის შესახებ ინფორმაცია შეეგროვებინათ; შეესწავლათ მისი ტურისტული პოტენციალი და უჯარმის პოპულარიზაციისთვის გამოეყენებინათ.  

მოსწავლეებმა წიგნებისა და ინტერნეტის დახმარებით, ასევე მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე უჯარმის ტერიტორიაზე განთავსებულ ციხე-სიმაგრისა და სხვა ისტორიული ძეგლების, ასევე ცხოვრების წესის, სამზარეულოსა და ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს.    

მოსწავლეები მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე - წყვილებში და ჯგუფებში. მათ  პრეზენტაციები, სარეკლამო ბუკლეტები და ალბომები დაამზადეს.  

პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203