ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტები.
ახლახან, მეორე კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საქართველოს პირველ საჭადრაკო სასკოლო ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლის წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და მედლებით.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელობა ექცევა.
იხილეთ ფოტოები: