„მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა - ლელა გვრიტიშვილმა მოსწავლეების მონაწილეობით, ჩაატარა საგაკვეთილო ღონისძიება თემაზე - „სახელმწიფო სიმბოლოები“.
ღონისძიება არაფორმალურ გარემოში, სკოლის ეზოში ჩატარდა და მეტად საინტერესო აღმოჩნდა, წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეებმა ისაუბრეს სახელმწიფო სიმბოლოების მნიშვნელობაზე და სასკოლო საზოგადოებას საკუთარი ხელით დამზადებული ნამუშევრები შესთავაზეს.
საბოლოოდ, დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და პედაგოგის კრეატიული მიდგომები ახარებთ.
„მადლობა, ლელა მასწავლებელს და მოსწავლეებს საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გაზიარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: