დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება აქტიურად მიმდინარეობს.
30 აპრილს, XIბ კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი ბიოლოგიაში, რომელსაც მასწავლებელი მაია ნათენაძე ხელმძღვანელობდა.
პროექტ-გაკვეთილის თემა იყო - გენური თერაპია - ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადებების განკურნების შანსი.
აქტუალურია საკვლევი თემა - გენური თერაპია მედიცინის თანამედროვე დარგია, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს და მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას იმ გენეტიკური დაავადებებისა, რომელთა განკურნების შანსიც პრაქტიკულად არ არსებობდა.
მოსწავლეებმა შეისწავლეს მედიცინის ამ დარგის არსი. მოიძიეს ინფორმაციები ამ დაავადებების შესახებ და გადაწყვიტეს სასკოლო საზოგადოების ინფორმირება ამ კუთხით.
ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოხატეს პროექტის მიმართ. აქტიურად განახორციელეს ყველა ეტაპი, პროექტმა დამსწრე საზოგადოებაშიც დიდი მოწონება გამოიწვია.
იხილეთ ფოტოები: