ითხვისის N2 საჯარო სკოლაში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, ვიქტორინა ჩატარდა
21-05-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

ახლახან, სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ეგიდით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით ვიქტორინა ჩატარდა.

4 ჯგუფში განაწილებული მოსწავლეები პასუხობდნენ შეკითხვებს, რომლებსაც ჟიური ამოწმებდა.

გამარჯვებული გუნდის ყველა წევრი, ასევე ყველაზე აქტიური მოსწავლე დაჯილდოვდა საინტერესო საკითხავი ლიტერატურით. ვიქტორინის ყველა მონაწილეს კი გადაეცა სიგელები.

ვიქტორინამ მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ვიქტორინამ აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია ცოდნის დაგროვებისთვის, რაც წარმატებას მოუტანს მათ ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203