ქრისტინე ხარშილაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.
ცხადია სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესაც არ ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური პლაკატი, წაიკითხეს საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები და გაეცნენ ამ დღის დაარსების ისტორიას.
ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.
იხილეთ ფოტოები: