აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონფერენციაში მონაწილეობდნენ
16-05-2024
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო ინიციატივებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ. 

20 აპრილს კი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მესამე რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა, სადაც წარდგნენ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ანასტასია ღლონტი, გვანცა დოღაძე და მარი ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა საკონფერენციო თემის ხელმძღვენელი ისტორიის პედაგოგი ლეილა გოგელია გახლავთ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა, ბოლოს კი კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები და წიგნები.

„მოსწავლეთა მეხსიერებაში ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახდება, რადგან მათ შეძლეს საინტერესოდ წარმოეჩინათ საკუთარი სოფლის ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოგრაფიული მასალა, მივიწყებული საქმიანობები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა“, - ასე შეაფასეს სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა და წარმატებული გამოსვლა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203