ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო კონკურსებში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენენ.
ამჯერად, სათემო ფონდის - „ერთიანობა პოზიტიური ცვლილებებისათვის“, სახელით გამოცხადებულ ვიდეორგოლების კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვა მე-9 კლასის მოსწავლეთა შექმნილმა ვიდეორგოლმა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი შეეხებოდა სოფლის თემში არსებული პრობლემების გაშუქებას.
აღსანიშნავია, რომ მიღწეული წარმატებისთვის სკოლას გადაეცა საჩუქრად „ელიტ ელექტრონისის“ 200-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი.
სასკოლო საზოგადოება და სკოლის დირექტორი თამარ თოხაძე მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: