გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამის ნათელი მაგალითი პირველ კლასში გამართული შთამბეჭდავი წარმოდგენაც.
პირველკლასელებმა ანბანის გაცილებასთან დაკავშირებით, ლექსებითა და სიმღერებით გაჯერებული სანახაობა მოაწყვეს. მოეფერნენ დედა ენას, ისაუბრეს 33 ასო-ბგერაზე და ხმოვნების როლზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს, მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო უკეთ ისწავლიან და მშობლებსა და პედაგოგებს სიამაყის საფუძველს არაერთხელ მისცემენ.
ღონისძიებას მასწავლებელი ეკა სულაბერიძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: