ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეებს საინტერესო და ორიგინალური სასწავლო პროცესი შესთავაზონ, ამას კი წარმატებითა და მოსწავლეთა დიდი ჩართულობით ახერხებენ.
სწორედ ამის დასტურია პროექტი - „მათემატიკური სილამაზე და ჰარმონიულობა“.
რა არის სილამაზე და ჰარმონიულობა, რომელსაც შევიგრძნობთ, ვხედავთ და მოგვწონს? რა აკავშირებს დნმ-ის მოლეკულას და ბროკოლის ყვავილს? რა საიდუმლო მუსიკას შეიცავს ლეონარდო და ვინჩის ნახატი „საიდუმლო სერობა“? რა მათემატიკური ფორმულებით შეიძლება სილამაზის აღწერა? სწორედ ამ და კიდევ უამრავ სხვა საკითხს ეძღვნებოდა აღნიშნული პროექტი.
პროექტი სკოლაში წარადგინეს VII კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის მასწავლებლის ბ. ორაგველიძის ხელმძღვანელობით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს სიმეტრიის და „ოქროს კვეთის“ ცნებების, აგრეთვე, ფიბონაჩის მიმდევრობის შესახებ. თავიანთ მოხსენებებში მიმოიხილეს მათი გამოყენების მაგალითები ადამიანის ცხოვრებაში, ბუნებაში, ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ლიტერატურაში, მუსიკაში, სპორტში, ტექნიკაში.
ასევე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები.
იხილე ვიდეო: