ორგორის საჯარო სკოლაში პედაგოგებმა პირველკლასელებს გზა დაულოცეს
04-06-2018
ორგორის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ფიქრია ქურციკაშვილის ხელმძღვანელობით დედაენის „გაცილება“ ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ღონისძიება ქართული ენის სადიდებელი სიმღერით გახსნეს. მათ ანბანის თემატიკასთან დაკავშირებული ლექსები და სიმღერები მხატვრულად წარმოადგინეს.
ღონისძიებაზე შემდეგი თვალსაჩინოებები იყო: მუხის ხე, რომელიც ოჯახთან ასოცირდება, ტოტები_ოჯახის წევრებთან, ასევე სკოლასა და მოსწავლეებთან.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებმა ღონისძიებას თავი წარმატებით გაართვეს:
„ბავშვის ფსიქოლოგიისა და გონების ჩამოყალბების პროცესში სწავლის პირველი წელი ყველაზე მნიშვნელოვანია. მსგავსი სახის ღონისძიებებიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას. პატარა აღსაზრდელები ნაბიჯ-ნაბიჯ, ასო-ასო ეუფლებიან ქართულ ენას, სასწავლო წლის ბოლოს კი მთელი წლის მანძილზე მიღებული ცოდნას წარმოაჩენენ. მოსწავლეებმა ღონისძიებას თავი წარმატებულად გაართვეს."
ღონისძიების ბოლოს სკოლის პედაგოგებმა პირველკლასელებს გზა დაულოცეს, ბედნიერი, ლაღი და უზრუნველი ბავშვობა უსურვეს.