ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.
14 მაისს, „თამარობას“, სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია, როელიც მოიცავდა თამარ მეფის ცხოვრება-მოღვაწეობის დეტალებსა და XII-XIII საუკუნეების ისტორიული მდგომარეობის მიმოხილვას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში.
აღსანიშნავია, რომ შემეცნებითი შეხვედრა ისტორიის მასწავლებლის - ლალი გოროზიას ხელმძღვანელობით გაიმართა.
პრეზენტაცია აუდიტორიას წარუდგინა მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, მომავალმა ისტორიკოსმა - ნიკოლოზ ძიმისტარიშვილმა.
დღე შემეცნებითი, ინფორმაციული და ინტერაქციული აღმოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: