„ვინც დამიცავს, ვინც მომივლის, მე ვარ მისი დედამიწა!“ - მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება და მრავალფეროვანი ეკოაქტივობები
16-05-2024

ბუნებრივ გარემოს რომ დაცვა და მოფრთხილება სჭირდება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

22 აპრილს, მენჯის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და საინტერესო ეკოაქტივობები გაიმართა, რომელსაც პედაგოგი ლალი კარტოზია ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები აქტივობების მიმდინარეობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, მოამზადეს თემატური ნამუშევრები, მზიანი ამინდის ფონზე მოეწყო ასფალტზე ხატვა. აქტივობების შემდეგ კი გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ვინც დამიცავს, ვინც მომივლის, მე ვარ მისი დედამიწა!“

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები დედამიწის მოფრთხილების მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად აცნობიერებენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

ღონისძიებას მენჯის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, მშობლები ესწრებოდნენ.

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭრი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203