წიგნიერების დღესასწაული ჩაისუბნის საჯარო სკოლაში 
16-05-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში საინტერესო, ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა აფორიზმებით, ანდაზებით გაიხსენეს სხვადასხვა ავტორი თუ ხალხური შემოქმედება. ისაუბრეს წიგნიერების მნიშვნელობასა და წიგნის გამოცემის ისტორიაზე.

დღე ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

ცნობისთვის, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა. რეზოლუციაში აღნიშნულია ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვების მოწყობის ეფექტურობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203