ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
16-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ახლახან, სკოლაში, ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატი U5, U8 და U12 კატეგორიებში გაიმართა და მასში, სკოლის 33 კლასის გუნდი მონაწილეობდა.

ბავშვებმა შესაძლებლობები - ცოდნა და სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სამივე კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

  • U5: III ადგილი -  მე-5 კლასის გუნდი „ნიკე“;
  • II ადგილი - მე-4 კლასის გუნდი „ხუთეული“;
  • I ადგილი - მე-4 კლასის გუნდი „ტვინიკოსები“.
  • U8: III ადგილი - მე-7 კლასის გუნდი „სახელი რა საჭიროა“;
  • მე-8კლასის გუნდი „GoAt“;
  • I ადგილი მე-7 კლასის გუნდი „ევრიკა“.
  • U12: III ადგილი - მე-11 კლასის გუნდი „ocean's“;
  • II ადგილი-  მე-10 კლასის გუნდი „ოლიმპო“;
  • I ადგილი - მე-11 კლასის გუნდი „შრეკი“.

თამაშის ორგანოზატორები იყვნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები - თამარ იშხნელიძე და მაია ვერძაძე, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში - ლელა თოთლაძე და თედო ტაკიძე.

ყველა გამარჯვებულ გუნდს სკოლის დირექტორმა - ტარიელ ქათამაძემ გამარჯვება მიულოცა და სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203