დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის 10 მოსწავლე ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში გამართულ ღონისძიებაში - „ინოვაციების ბანაკი: გადასახადის გადამხდელთა ეთიკა“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიება „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან და შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით ჩაატარა.
ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 15-დან 18-წლამდე ასაკის 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ღონისძიებაში ასევე ჩართული იყვნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მოხალისე მენტორების სტატუსით. დღის ბოლოს გამარჯვებული გუნდის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების ყველა მონაწილე კი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისთვის 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები