„მინერალური წყალი“ - საჩინოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
16-05-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლის X კლასში, მინერალური წყლის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტი: „მინერალური წყალი“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რაოდენ მნიშვნელოვანია მინერალური წყალი ორგანიზმისთვის.

პროექტს პედაგოგი თინა თურმანიძე ხელმძღვანელობდა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203