ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფლეშმობი და გარემოს დაცვის მხარდასაჭერი სხვა აქტივობები
16-05-2024
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

აპრილში, სკოლის უცხო ენების კათედრის კვირეულის ფარგლებში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები მოეწყო. 

მოსწავლეები ეკოაქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებს ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები შესთავზეს. 

1) მოაძიებინეს ინფორმაცია დედამიწის და გარემოს დაცვის შესახებ;

2) დაამზადებინეს დედამიწის მოდელი, რომლთა გამოფენაც მიგვიანებიათ შედგა, ხმის მიცემით კი სამი საუკეთესო ნამუშევარი და გამარჯვებული გამოვლინდა;

3) მოსწავლეებმა ასევე ნახეს შემეცნებითი ვიდეორგოლები და ფილმები;

4) მოეწყო მასშტაბური ფლეშმობი;

5) დედამიწის უკეთესი მომავლისთვის კი დაირგო მცენარეები.

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭრი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203