გოგინაურის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის პედაგოგმა ადიქციური ქცევის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
16-05-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთან დიდი ყურადღება ეთმობა „ადიქციურ ქცევას“ მის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე ცნობიერების ამაღლებას. ახლახან, სკოლაში სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს.
გარდა ამისა, ბიოლოგიის პედაგოგმა პრეზენტაცია - „ადიქციური ქცევა“ ჩაატარა. მომხსენებელმა გამოკვეთა ადიქციური ქცევის დადებითი და უარყოფითი ფაქტორები, ასევე მათი დაძლევის გზები, რის საფუძველზეც მოსწავლეებს საჭირო ინფორმაცია მიეწოდა.
„სკოლაში აღინიშნა, რომ ადიქცია, იგივე დამოკიდებულება, ტვინის ქრონიკული დარღვევაა და არა ქცევითი პრობლემა. ადიქცია მთელს მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც, საგანგაშოა ბავშვებსა და მოზარდებში. ადიქციური ქცევის პრობლემა ეს არის ისეთი სახის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა ვინმეს, ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშეც ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ამ დროს დამოკიდებულების საგანი მთლიანად მოიცავს ადამიანს, მის ყოველდღიურობას და დანარჩენი ცხოვრებისეული მოვლენები სრულებით კარგავენ აქტუალურობას. ადიქციის გამოვლინებებია: კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის მოხმარება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება და ა.შ. სამწუხაროდ ადიქციური ქცევის პრობლემა XXl -საუკუნის სენად მიიჩნევა, სწორედ ამ გამოწვევაზე სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა“,- ამბობენ სკოლაში.