2024 წლის ლენტეხის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
16-05-2024
ლენტეხის რესურსცენტრში 2024 წლის „ლენტეხის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა. 

ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სკოლების 8 გუნდის 32 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძემ, ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მევლუდ ლიპარტელიანმა და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის უფროსმა მედიკო ხვისტანმა.

 



ღონისძიების დაწყებამდე, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.

კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული 4-4 წევრიანი გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ლენტეხის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა სასაშის სკოლის გუნდმა 82 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ნინო ონიანი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ასევე VII კლასელები ანასტასია ონიანი, ელენე ონიანი და თეკლა ონიანი.

მეორე ადგილზე 80 ქულით გავიდა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი თამარ ქარდავას კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ მუკბანიანი VII კლასი, ბარბარე ონიანი VI კლასი და თამარ ჯანხოთელი VI კლასი.

მესამე ადგილი კი მოიპოვა ჟახუნდერის საჯარო სკოლის გუნდმა 65 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ზურაბ დევდარიანი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ელენე ონიანი VI კლასი, ნინო მუკბანიანი VI კლასი და სალომე ონიანი VI კლასი.

ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე

ასევე იხილეთ:

ლენტეხში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203