ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სიგელები გადაეცათ
04-06-2018
ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე რუსთავის საჯარო სკოლაში ეროვნულ-ინტელექტუალურ შეჯიბრ „ეტალონში“ ტესტირება ჩატარდა. 

მას პროექტის შემქმნელი, გოჩა ტყეშელაშვილიც დაესწრო. 

მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმი და ჩართულობა გამოხატეს. 

მოგვიანებით კი „ეტალონის“ დასკვნითი ნაწილი - ფინალი გაიმართა. 
 
რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 

სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა მოსწავლეთა სწავლის პროცესის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 

შეგახსენებთ, რომ „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ასპინძის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნინო მელიქიძე გახდა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203