პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დაიწყება - რჩევები მშობლებს
17-05-2024
საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge საყოველთაო რეგისტრაცია 20 მაისს დილის 9:00 საათზე დაიწყება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით რეგისტრაცია 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ

საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვრა  4 ივნისიდან 2024 წლის 25 ივნისის ჩათვლით პერიოდი.

მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ/თავისუფალ ადგილებზე (IV ეტაპი) მოსწავლის რეგისტრაციისა და საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2024 წლის 27 ივნისიდან 2024 წლის 12 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203