„ერთად უნდა დავარღვიოთ სტიგმითა და უიმედობით გაჯერებული დუმილი“ - შემეცნებითი პრეზენტაცია წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში
17-05-2024
წალენჯიხის N3 საჯარო სკოლაში შემეცნებითი შეხვედრები აქტიურად ეწყობა, განსახილველი თემები კი საზოგადოებაში აქტუალური საკითხებია, რათა მოსწავლეებს სხვადასხვა საკითხზე აუმაღლდეთ ცნობიერება.

მათ შორის, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ჩართულობით და თანამონაწილეობით მომზადდა და ჩატარდა პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა იმსჯელეს, მოიყვანეს მაგალითები, ჩაერთნენ დისკუსიაში და ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, რომ: „ერთად უნდა დავარღვიოთ სტიგმითა და უიმედობით გაჯერებული დუმილი“. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ხელმძღვანელობდა მასწავლებელი, კარინა კაკაჩია. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203