ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მეორე ადგილი მოიპოვეს
17-05-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში ენთუზიაზმითა და დიდი მონდომებით ჩაერთნენ, სადაც წარმატებას მიაღწიეს.

მათ დირექტორი ნუნუ კოპალიანი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა ცოდნა, სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს - კითხვებს უპასუხეს და საჭირო უნარები შეიძინეს. ცაგერის საჯარო სკოლის გუნდი მეორე ადგილზე, 71 ქულით გავიდა. 

გუნდის კაპიტანი VII კლასელი ლუკა ჭაბუკიანი გახლდათ. ხოლო გუნდის წევრები იყვნენ: ბარბარე გუგავა - VII კლასი, ელენე გზობავა -VII კლასი და საბა ლარცულიანი - VI კლასი.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ მომავალში კვლავ წინსვლას უსურვებენ.

„წარმატებები ჩვენო ჭკვიანო ბავშვებო!  წარმატებები ყველა ბავშვს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ 15 მაისს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ცაგერში გაიმართა. ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების 14 გუნდის 70 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავამ, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203