ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
„რადგან მცირერიცხოვანი კლასები გვყავს, ერთად დავაჯგუფეთ და შეფასება ისე მივეცით. გამოვლინდა გამარჯვებული მე-3 მე-4 მე-5 კლასების გაერთიანებული გუნდი “,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ აქტიურობით გამოირჩეოდნენ მეხუთეკლასელები.
აღსანიშნავია, რომ ბრეძის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.