გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და კონკურსში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლე შალვა თევდორაშვილი ინტელექტუალურ, შემეცნებით და საგანმანათლებლო კონკურსში - „ავიმაღლოთ ინტელექტი“ წარმატებით მონაწილეობდა, რომელიც კოლეჯში - „აისი“ მოეწყო.
კონკურსში გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 130-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ინტელექტუალური კონკურსი ორ ეტაპად გაიმართა. უმაღლესი ქულების საფუძველზე, მეორე ტურში 16 მოსწავლე გადავიდა.
სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, შალვა თევდორაშვილი კონკურსის ფინალში მოხვდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა.
ფინალურ ტურში მონაწილე მოსწავლეებმა სერტიფიკატები და მადლობის სიგელები მიიღეს.
სკოლაში, მოსწავლეს კონკურსში მოპოვებულ წარმატებას ულოცავენ და მომავალში კვლავ ბევრ გამარჯვებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: