დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზის სისტემის პლანეტები საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
17-05-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ ინტერესებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - წამამ კურღინიანის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს საინტერესო ღია გაკვეთილი.

ღია გაკვეთილის თემა - „მზის სისტემის პლანეტები“, გახლდათ, რამაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობა გამოიწვია. 

როგორც სკოლაში აფასებენ, გაკვეთილი იყო ძალიან ხალისიანი, საინტერესო და შთამბეჭდავი.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203