ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სამაგალითო მოქალაქეებს ზრდიან და მათ საგნობრივ დისციპლინებთან ერთად, გარემოს დაცვასა და მოფრთხილებას ასწავლიან.
22 სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. მესამეკლასელებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ დედამიწას დაცვა და ზრუნვა სჭირდება. მოსწავლეებმა გააფერადეს ნახატები, გამოჭრეს და შექმნეს აპლიკაციები.
ბავშვებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, ამიტომ მის ეკოლოგიაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად ზეიმობენ 193-ზე მეტ ქვეყანაში.
იხილეთ ფოტოები: