წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის დასტურია, ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებასა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ხელბურთის ვაჟთა ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ წარმატებით.
ვაჟთა ახალგაზრდული ჩემპიონატი (2010-11 წწ.) საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჩაატარა, სადაც გამარჯვებული გახდა წყალტუბოს ვაჟთა გუნდი „პრომეთე“.
მეორე ადგილზე გავიდა გუნდი „ქარიშხალა“ (თბილისი), მესამე ადგილი კი გუნდმა - „ბსბ“ (ბათუმი) მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ.
„გვიხარია, რომ გუნდის გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს ქალაქ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე- 8 კლასის მოსწავლეებმა: გიორგი გვიშიანმა, ვლადიმერ სალუქვაძემ და გიორგი სილაგაძემ. მადლობა შრომისთვის გუნდის ხელმძღვანელებს. გილოცავთ, ბიჭებო საქართველოს ჩემპიონობას! ეს ერთი და სხვა მრავალი!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: