ახმეტის N1, ქისტაურის, ზემო ალვანის N1 და მატნის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეთა წარმატება გეზრბენში, მუნიციპალურ შეჯიბრზე
17-05-2024

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N2, ზემო ალვანის N1, ახმეტის N1 და ქისტაურის საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა შემეცნებით და სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ერთვებიან.

მათ შორის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული აქტივობა -  „თავისუფლების თამაშები“.

აღსანიშნავია, რომ სპორტული შეჯიბრება - გეზრბენი, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქ.ახმეტაში გაიმართა. მასში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილე გუნდები მოპოვებული ადგილების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

ვაჟები:

  • I ადგილი - გიორგი ტუხიაშვილი - ქისტაურის საჯარო სკოლა;
  • II ადგილი - საბა ნათელაური - ახმეტის I სკოლა;
  • III ადგილი - გიორგი დათუკიშვილი - ახმეტის I სკოლა.
გოგონები:

  • I ადგილი - ქეთი მირულიშვილი -ახმეტის I საჯარო სკოლა;
  • II ადგილი - ანანო ცისკარიშვილი - ზ.ალვნის I საჯარო სკოლა;
  • III ადგილი - მარიამ დურდიაძე - მატნის II საჯარო სკოლა.

სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ მომავალში კვლავ წარმატებას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში სპორტისა და ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203