ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგანმანათლებლო კონკურსებში და თავიანთ იდეებს ფართო საზოგადოებას აცნობენ.
ამჯერად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „გავაძლიეროთ და გავალამაზოთ ჩვენი სკოლა“, ფარგლებში მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთან ერთად მუნიციპალიტეტის მერიას ეწვივნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს არსებულ პრობლემაზე, რომელიც ითვალისწინებს სკოლის გალამაზებას და გაძლიერებას, კერძოდ: სკოლის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის შემოღობვას და სხვადასხვა ხეხილის ნერგების დარგვას, საიდანც შემოსული მოსავალის ღირებულება მოხმარდება სკოლის კეთილდღეობას.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა მოსწავლეებს მოუწინა წამოწყებული საქმიანობა და შესთავაზა დახმარება სხვადასხვა გზით, კერძოდ: დაეხმარება კერძო სექტორის მოძიებაში და საჭირო რესურსების მოპოვებაში.
იხილეთ ფოტოები: