„დავიცვათ, დავეხმაროთ დედამიწას!“ - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მოწოდება და გარემოს დაცვის მხარდასაჭერი აქტივობები
17-05-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ და მათ გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ასწავლიან. 

22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. საერთაშორისო ღონისძიებას ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის STEM კლუბი საინტერესო აქტივობებით შეუერთდა. გაიმართა სასკოლო კონფერენცია, ასევე გასვლითი გარემოსდაცვითი ღონისძიება, რომელიც მოიცავდა  მდინარის შენაკადების დასუფთავებას. აღნიშნულ ეკოაქტივობებს პედაგოგი მზია თორდია ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს საინფორმაციო პრეზენტაციები, გარემოს დაცვის მოწოდებით შექმნეს პოსტერები. აქტივობები პედაგოგ ნანა გელენავას ხელმძღვანელობით დაიგეგმა. 

„დავიცვათ, დავეხმაროთ დედამიწას! დედამიწა ჩვენი სახლია“,- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას ბუნების დაცვისკენ მოუწოდეს. 

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად ზეიმობენ 193-ზე მეტ ქვეყანაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203