„არა ნაადრევ ქორწინებას!“ - საინტერესო პროექტის პრეზენტაცია ქვემო სარალის საჯარო სკოლაში
20-05-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ ცოდნას, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

„არა ნაადრევ ქორწინებას!“ - ამ დევიზით ჩატარდა საინტერესო პროექტის პრეზენტაცია ქვემო სარალის საჯარო სკოლაში.

მე-9 კლასელებმა დაამზადეს პოსტერები, პრეზენტაციები, ჩაატარეს გამოკითხვა უფროსკლასელებთან.

ღონისძიებაში ჩაერთო სკოლის კურსდამთავრებული და ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკაზე ისაუბრა ილიაუნის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა - ნარმინ მუსტაფაევამ.

შეხვედრა მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების უპირობო დარღვევაა და მას ყველა წინ უნდა აღუდგეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203