დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში თამბაქოს მავნებლობაზე პრეზენტაცია ჩატარდა
04-06-2018
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის მასწავლებელის გულნარა ღორაშვილის ხელმძღვანელობით, მე-10 კლასში თამბაქოს მოხმარების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა თამბაქოს მავნებლობაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოზარდებმა ასევე კედლის გაზეთი - „არ დაემონო თამბაქოს“ გააკეთეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პრეზენტაცია მიზნად ისახავდა მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ მოსწავლეების ინფორმირებას. იხილეთ ფოტოები