მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა შაუმიანის N1, N2, N3 საჯარო სკოლებმა ერთობლივად განახორციელეს სოციალური პროექტი - „ერთად მომავლისკენ“.
პროექტი განხორციელდა ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებლების ხელმძღვანელობით, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრნენ.
აკადემიაში სტუმრობისას მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია აკადემიის, საგანმანათლებლო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების შესახებ და დაათვალიერეს აკადემია.
აღსანიშნავია, რომ ინტეგრაციის მიზნით, შეხვედრა მოეწყო ქართველ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ იუნკერებთან.
მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია დაბა შაუმიანის შესახებ, რომელიც მდიდარია ღირსშესანიშნაობებით, გაიმართა დიალოგი.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე მცირე მუსიკალური ჩართვაც იყო და სასკოლო საზოგადოებას თავად იუნკერებმა უმღერეს.
აკადემიას პროექტის სახელით საჩუქრად გადაეცა მოსწავლის მიერ შესრულებული ნახატი - „საქართველო ჩემი სამშობლოა“.
აღსანშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მცხეთა მოინახულეს და მეტი ემოციებით აღივსნენ.
იხილეთ ფოტოები: