„ხელფასთან ერთად მასწავლებლებისთვის განსაზღვრული გვქონდა 1000 ლარიანი დანამატი“ - მინისტრი
19-05-2024

აჭარის ა/რ განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სისტემური გამოწვევები კვლავ რჩება განათლებაში.

„არის ხოლმე, როცა პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, ვსახავთ გეგმას და ვიწყებთ ნაბიჯების გადაგმას, მაგრამ ისე არ გამოდის, როგორც გვქონდა დაგეგმილი“, - აღნიშნა ხაჯიშვილმა და დასძინა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო 30 მასწავლებლის შერჩევა, მაღალმთიანი აჭარის სოფლებში, იმ ადგილებზე, სადაც გამოცხადებული ვაკანსიით ვერ შეირჩა მასწავლებელი.

მათთვის,  დადგენილ ანაზღაურებასთან ერთად, სამინისტროს განსაზღვრული ჰქონდა ყოველთვიური 1000-ლარიანი დანამატი, მაღალმთიან აჭარაში სკოლაში მუშაობის შემთხვევაში.

„3-ჯერ გამოვაცხადეთ კონკურსი და 30 მასწავლებლიდან მხოლოდ 17 შევარჩიეთ.

ასე რომ, მიუხედავად იმისა, გვაქვს ხედვა, შესაბამისი ფინანსური რესურსი... დაინტერესება ვერ ხერხდება. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ვთანამშრომლობთ და ვფიქრობთ, მომავალში მხოლოდ კურსდამთავრებულებზე კი არ გავაკეთოთ აქცენტები, არამედ დამამთავრებელი კურსის სტუდენტების შეყვანა შევძლოთ სისტემაში“, - განაცხადა აჭარის ა/რ განათლების მინისტრმა პარლამენტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203