წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ეროვნული პარკების კვირეულის ფარგლებში, 24 აპრილს სკოლაში, ალგეთის ეროვნული პარკის თანამშრომლებსა და დაბა მანგლისის ეკოკლუბის მოსწავლეებს უმასპინძლეს.
ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დამსწრეთათვის ჩაატარე პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს დაცული ტერიტორიები“ და გამართეს ღონისძიება სახელწოდებით - „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“.
მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მოზარდებმა სტუმრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: