დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში ორი საგნის ინტეგრიებით საინტერესო პროექტი ხორციელდება
20-05-2024

დედამიწა, რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

19 მაისს, დაბა ბედიანის საჯარო სკოლაში პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ინგლისური ენისა და მუსიკის კონსულტანტ-მასწავლებლებლების - ხათუნა კრაველიძისა და მანანა ნანეიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი საინტერესო პროექტი. 

პროექტის პირველი ეტაპი მოიცავდა V-XII კლასის მოსწავლეთა პრეზენტაციებს, რომელიც მოწაფეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე წარადგინეს. 

პროექტის თემა ეხებოდა მოსახლეობის დაუდევრობის აღნიშვნას, ჰაერისა და წყლის დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენასა და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზების გააზრებასა და გაზიარებას.

აქვე, მე-5 კლასის მოსწავლე მიხაილ ხაჩატურიანმა განიხილა, თუ რა როლი აქვს მუსიკას ბუნების აღქმაში და ბუნებას მუსიკის აღქმაში.

მოსწავლეებმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს ინგლისური მასწავლებლის მიერ წარმოდგენილ ვიქტორინაში, ონლაინ პლატფორმის kahoot-ის გამოყენებით.

ღონისძიებაში ყველა მოსწავლე თანაბრად იყო ჩართული და მიმდინარეობდა მხიარულ გარემოში, რის გამოც დამსწრე საზოგადოების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

რაც შეეხება ღონისძიების მეორე, დასკვნით ეტაპს - მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სპორტის კონსულტანტ-მასწავლებლის ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში, აგრეთვე ხელს შეუწყობენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება, გამწვანებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203