თამარ მეფის ხსენების დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ვაქირის საჯარო სკოლაში
20-05-2024

ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, თამარ მეფის ხსენების დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა თამარ მეფის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს. მათ, ქართული ტრადიციული სამოსი მოირგეს, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს და თამარ მეფის „სახე“ განასახიერეს

მოსწავლეებმა, ასევე ლამაზი ნახატები შექმნეს და კედლის გაზეთი „მეფე თამარი“ გამოუშვეს. აღნიშნულ დღეს მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის მასწავლებლები: ქეთევან ალადაშვილი და მანანა მაზანაშვილი.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემოქმედებითად დატვირთული იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...