დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“
20-05-2024
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა შთამბეჭდავი „ბოლო ზარი“ გაიმართა. 

მეთორმეტეკლასელებმა 12-წლიანი სასკოლო ცხოვრება საზეიმოდ დააგვირგვინეს, მასწავლებლებს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და ერთმანეთს წარმატებული მომავალი უსურვეს. 

სასკოლო საზოგადოებაც ემოციურად დაემშვიდობა ახალგაზრდებს, კურსდამთავრებულებისთვის განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ცნობილი და გამოჩენილი ადამიანების მილოცვა და გულითადი რჩევები. 

აღსანიშნავია, რომ დღე სავსე იყო ღიმილით, სკოლასთან განშორებით გამოწვეული მწუხარებითა და ამავდროულად, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სიხარულით - დღე, რომელიც მრავალ ემოციას აღძრავს ახალგაზრდებში, მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცევა. 

„ჩვენო თვალხატულა გოგო-ბიჭებო, ჩვენო იმედო და მომავალო, გილოცავთ საჯარო სკოლის სრული კურსის დამთავრებას! უღრუბლო ცასა და ნათელ მომავალს გისურვებთ, მშვიდობიან, გაბრწყინებულ საქართველოში ბედნიერ ცხოვრებას!

„გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!” ღირსეული და საამაყო მამულიშვილები ჰყოფილიყავით!“, - ამ სიტყვების ფონზე გააცილეს კურსდამთავრებულები სკოლიდან. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, თავისუფალ უნივერსიტეტს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას კურსდამთავრებულთა საჩუქრებით წახალისებისათვის. სასტუმრო ინტურისტს, სილამაზის სალონ „ბარბერიას“ და „ანონიმურ მოხევე ახალგაზრდას“, რომელიც ფინანსურად უდგას გვერდით კურსდამთავრებულებს. ასევე დიდ მადლობას მოახსენებს კომპანია „ფოტო-ქარტას“, ხარისხიანი და დროული მომსახურებისათვის, აგრეთვე ნათია წიკლაურს ულამაზესი ვარდებისათვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203