ახალციხის №5 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღე ზეიმით აღნიშნეს
04-06-2018
ახალციხის №5 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იღებდნენ.
ბავშვებმა საქართველოს ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე ისაუბრეს, ღრმა პატრიოტიზმით გამსჭვალული ლექსები წარმოსთქვეს, ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს.
ღონისძიებამ მსმენელის აღტაცება გამოიწვია. მოსწავლეებმა სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული და მისი წარსული ისტორიის უდიდესი პატივისცემა დამსწრე საზოგადოებას დაანახეს.
ღონისძიებას დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.